შათირიშვილი – “ქართულ ოცნებაზე”: უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე იყოს ის – ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება

“მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას” – ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ – კარგად იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს, რომელიც მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს მიმოიხილავს და ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად იცის, რომ მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდება, “უნდა დაასრულოს სირაქლემის პოზაში ყოფნა” და საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას.

ფილოსოფოსი აცხადებს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლება იქნება.

“ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც მაღალი ალბათობით ჩვენს გარშემო შეიძლება დატრიალდეს – ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ – ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება”, – წერს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები