ზაზა შათირიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ტრამპი აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო, პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ტრამპი „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, აქვეყნებს წერილს, სადაც ის საუბრობს დონალდ ტრამპზე, როგორც “ ომის გამჩაღებელზე” და არა “მშვიდობის მტრედზე”, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს.

შათირიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი “ დიფ სთეითის” დავალებას ასრულებს და ცდილობს ომის გაჯანჯლებას.

“რუსეთ-უკრაინის ომი – დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ „დიფ სტეიტის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს”,- წერს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები