შალვა პაპუაშვილი: ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა – მთავარი არსი არის ხარისხიანი განათლება

“ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა, ეს იყო მისი მიზანი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი არსი ხარისხიანი განათლებაა.

„მთავარი აზრი და არსი არის ხარისხიანი განათლება. ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა, ეს იყო მისი მიზანი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე შეიქმნა ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი. შემდეგ უკვე, ბოლშევიკების დროს, როდესაც ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს თსუ-დან, მიაბრუნეს და დაახვედრეს ისეთი გარემო, რომ იქ მიბრუნებას გადაჰყვა საბოლოო ჯამში ივანე ჯავახიშვილი, დაყვეს, დაანაწევრეს იმისთვის, რომ მეტი კონტროლი აკადემიურ პერსონალზე თუ ასე შემდეგ.

ვინც კი კეთილსინდისიერად დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლოა ორივე უნივერსიტეტისთვის”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები