ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირის დაცვის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს წარეცხილი პლაჟის უბანზე, ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის ხელოვნურ საკომპენსაციო შეტანას, რაც პლაჟის რეაბილიტაციასა და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი სრულად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი სავარაუდო ღირებულება 5 267 456 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664272&lang=ge