შიდა ქართლსა და კახეთში გზების რეაბილიტაციისთვის 2 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გორი-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელისა და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზის 12 კმ-იანი გზის მონაკვეთს (კმ1-კმ12). სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 210 746 ლარს შეადგენს. აღნიშნული გზა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან.
ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის კმ105–კმ113 მონაკვეთზე, რომელიც ყვარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დაგეგმილია 9 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 542 799 ლარია.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთებზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილება, რაც დადებითად აისახება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებაზე, ისე რეგიონების ტურისტულ პოტენციალზე.
პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
გორი(სატრანსპორტო კვანძი)-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663459&lang=ge
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ105-კმ113 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664400&lang=ge