შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ახალგაზრდებს ის კი არ ექნებათ საფიქრალი, საზღვარგარეთ წავიდნენ და როგორმე სხვაგან ისწავლონ, არამედ მათ აქ, საკუთარ საზოგადოებაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განათლების რეფორმის საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენს ახალგაზრდებს ის კი არ ექნებათ საფიქრალი, საზღვარგარეთ წავიდნენ და როგორმე სხვაგან ისწავლონ, არამედ მათ აქ, საკუთარ საზოგადოებაში, მათთვის ნაცნობ სოციალურ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება. ეს არის ის მიზანი, რომელსაც დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს და მოქალაქეებს და ამას მივაღწევთ აუცილებლად. ამ მასშტაბების შესაბამისია ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იყო გახმოვანებული განათლების მინისტრის მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები