მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მილარის სამ უბანსა და სოფელ ერისიმედში, მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ნაპირზე განვითარებული ეროზიული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მდინარე ალაზნის კალაპოტის ღერძი წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ბუნებრივ საზღვარს, შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სასაზღვრო ტერიტორიის დაცვის თვალსაზრისითაც.
ნაპირღდგენითი სამუშაოები განხორციელდება 4 სხვადასხვა უბანზე, ხოლო პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 9 205 249 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მილარის უბანში (I უბანი) მდ. ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოები – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663893&lang=ge
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მილარის უბანში (II უბანი) მდ. ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოები – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663912&lang=ge
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მილარის უბანში (IV უბანი) მდ. ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოები – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663910&lang=ge
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში მდ. ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოები – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663492&lang=ge.