“ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი” – მაია ბუწაშვილი

“ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი”,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული ვირუსი ახალი არ არის.

“დღეს აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში. ამჟამად ნიპა ვირუსთან (Nipah virus, NiV) დაკავშირებით ბევრი იწერება, რადგან ინდოეთში დაფიქსირდა შემთხვევები, თუმცა შეკითხვები კვლავ ბევრია.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.
ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.

ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.

ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები.

ეს ინფექციებია:
1. COVID-19
2. Crimean-Congo hemorrhagic fever
3. Ebola virus
4. Marburg virus disease
5. Lassa fever
6. Middle East respiratory syndrome
7. Severe acute respiratory syndrome
8. Nipah virus disease
9. Rift Valley fever
10. Zika virus disease”,- წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები