GITA-ს თავმჯდომარემ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტექნოპარკში უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, თბილისის ტექნოპარკში, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა დაათვალიერა ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და სტარტაპების სამუშაო სივრცეები. მხარეებმა განიხილეს ინოვაციების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

“სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმ სტრატეგიული ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ინოვაციების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორების დაახლოებასა და საერთო ინტერესების მქონე პროექტების მხარდაჭერას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები