თბილისის მერია: საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 25 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
“სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით,”- წერია ინფორმაციაში.