სახალხო დამცველი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

2026 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა მოსწავლეებს  ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დეტალურად ისაუბრა ადამიანის უფლებების ცოდნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“მოსწავლეები დაინტერესდნენ აპარატის საქმიანობის კონკრეტული ასპექტებით, მათ შორის, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებისა და  განათლების უფლებით.  ამასთან, მათი კითხვები შეეხებოდა სახალხო დამცველის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საკანონმდებლო სიახლეებთან მიმართებით და ზოგადად ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად სახალხო დამცველისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა 24 იანვარს – განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შედგა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები