ტრამპი: ირანს აშშ-სთან მოლაპარაკება სურს

ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ირანს სურს საუბარი და ჩვენც ვისაუბრებთ“, – განაცხადა მან დავოსში, “მშვიდობის საბჭოს” დაარსების ცერემონიაზე.

აღნიშნული პროცესის სხვა დეტალები უცნობი რჩება.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ირანისა და აშშ-ის ურთიერთობების განვითარება, რეგიონში დაძაბულობის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები