“ვხედავთ, რა ფასს იხდის ევროპა იმისთვის, რომ, ნაცვლად საკუთარი და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა, მთლიანად ეს პროცესი მოექცა ბიუროკრატიის პოლიტიკის ფარგლებში” – მახაშვილი

„როდესაც შენი ინტერესების მართვას გადასცემ ბიუროკრატებს და ბიუროკრატები მართავენ შენ ნაცვლად შიდა და გარე პოლიტიკას, ბუნებრივია, ეს პოლიტიკა სწორ შედეგამდე არ მიგიყვანს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ევროპა სწორი მიმართულებით არ მიდის”.

“დღეს ვხედავთ, რა ფასს იხდის ევროპა იმისთვის, რომ, ნაცვლად საკუთარი და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა, მთლიანად ეს პროცესი მოექცა ბიუროკრატიის პოლიტიკის ფარგლებში. ამიტომ, ტრამპის განცხადება ჩვენთვის ახალი არ არის, ჩვენც ჩვენი გადმოსახედიდან ვნახეთ საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება და ამაზე ღიად ვსაუბრობდით, რომ ეს არ იყო სწორი პოლიტიკა ევროპის მხრიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს არასწორი პოლიტიკა მთლიანად არ ჩამოშლის ევროპას. ჩვენი საუკეთესო ინტერესი არის, რომ ევროპა იყოს ძლიერი“, – აღნიშნავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები