ირაკლი ჩიტაია: მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა 2025 წელს განიხილა 600 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტები, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად მიღებულმა ჯამურმა ეკონომიამ 120 მლნ ლარი შეადგინა

შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა 2025 წელს განიხილა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, საიდანაც 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტებზე გაიცა დადებითი დასკვნა, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩიტაიამ.

მისი თქმით, პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 20 მლნ ლარი.

„2025 წლამდე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა გარკვეულ კოდებს, ხოლო 2025 წელს, მას შემდგომ, რაც შეიქმნა შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, დაემატა სამშენებლო და სპეცტანსაცმლის კლასიფიკატორის კოდები, ასევე – გარკვეული კონტროლის მექანიზმები. შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა 2025 წელს განიხილა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, საიდანაც 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტებზე გაიცა დადებითი დასკვნა და პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 20 მლნ ლარი. დაახლოებით 102 მილიონ ლარზე გაიცა უარყოფითი დასკვნა. შესაბამისად, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად მიღებულმა ჯამურმა ეკონომიამ შეადგინა 120 მლნ ლარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიტაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები