ეკა სეფაშვილი: „დიფ-სთეითი” ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლია გარკვეული გავლენების მოხდენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის ძლიერ ქვეყნებზეც

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას, „სანამ გარე საფრთხეებზე ვართ ფოკუსირებული, ასევე ვაღიარებთ, რომ „დიფ სთეითის” აქტორებისგან კვლავ არსებობს შიდა საფრთხეები. მათ მოახდინეს ჩვენი ინსტიტუტებისა და დაზვერვის პოლიტიზება, რასაც საკუთარ იარაღად იყენებენ”. 

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ორმაგი და არასამართლიანი დამოკიდებულება, გაგრძელდება მანამ, სანამ „დიფ-სთეითი” იქნება ძლიერი.

„ტულსი გაბარდის განცხადება მიუთითებს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვერ მოხერხდა „დიფ-სთეითის ” დამარცხება. მათი ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალურად, ეს ძალები კვლავ ძლიერად არიან წარმოდგენილნი და ამას მოწმობს საქართველოზე დღემდე არსებული ზეწოლა. საქართველოს მიმართ ორმაგი და არასამართლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მანამ, სანამ ე.წ გლობალური ომის პარტია, თუ „დიფ-სთეითი” [არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვიხსენიებთ], იქნება ძლიერი. ის ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლია გარკვეული გავლენების მოხდენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის ძლიერ ქვეყნებზეც, ასე რომ, საქართველოს მიმართ ზეწოლა გაგრძელდება. ჩვენი უპირველესი ამოცანა კი ეროვნული ინტერესების დაცვაა,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები