“ვინც კი წაიკითხა ილჰამ ალიევის სიტყვები, ნახა, რომ საუბარია არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზე – ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით” – მათიკაშვილი

“ვინც კი წაიკითხა ილჰამ ალიევის სიტყვები, ნახა, რომ საუბარია არა საქართველოს ჩანაცვლებაზე, არამედ დამატებით მარშრუტზე – ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს როლი კი არ მცირდება, არამედ იზრდება, “როგორც უნდა სწყინდეთ ეს ცალკეულ პირებს“.

„ვინც კი წაიკითხა და მოისმინა ილჰამ ალიევის სიტყვები ნახა, რომ იქ არა საქართველოს ჩანაცვლებაზე არამედ დამატებით მარშრუტზეა საუბარი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ილჰამ ალიევმა ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანი შესაბამის ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოსა და თურქეთში, რომ საქართველოზე გადის როგორც ენერგომატარებლები, ასევე, შესაბამისი სატრანზიტო გზები და საქართველოს როლი და ფუნქცია ამ კუთხით, პრაქტიკულად, არის უალტერნატივო. რაც შეეხება დამატებით მარშრუტებს – ბუნებრივია, ამას ჩვენი ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის დამყარების ფონზე, რომლის დადგენაშიც საქართველომ, თავის დროზე, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. დამატებითი ალტერნატიული მარშრუტის გახსნას საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება“, – განაცხადა მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები