დღეს აშშ ოფიციალურად დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO),- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილება WHO-ს დატოვებაზე მიღებული იყო 2025 წელს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
ორგანიზაციის წესების მიხედვით, წევრობის შეწყვეტისთვის აუცილებელია ერთი წლით ადრე შეტყობინება, რის გამოც ამერიკის მონაწილეობა ოფიციალურად დღეს სრულდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წარმოადგენს გაერო-ს საგანგებო სააგენტოს, რომელიც კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებს მთელს მსოფლიოში.
როგორც ცნობილია, აშშ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერი იყო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ორგანიზაციაში 260 მილიონი დოლარი ამ ეტაპზე არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.