ტრამპმა 2028 წლის არჩევნების კონტექსტში შესაძლო “მემკვიდრეები” დაასახელა

რესპუბლიკურ პარტიას ჰყავს მემკვიდრეების ძლიერი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ, 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა და დონალდ ტრამპის მემკვიდრეობის გაგრძელება,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თავად განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად გვყავს კანდიდატების კარგი ჯგუფი. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ადამიანები“, – თქვა მან.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჰყავს ფავორიტები, თუმცა თქვა რომ მათი სახელების გამხელა ნაადრევია, რადგან სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, მან გამოყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.

ტრამპმა ადრე ივარაუდა, რომ ვენსი იქნებოდა „ყველაზე სავარაუდო“ რესპუბლიკელი კანდიდატი მომავალ არჩევნებში.

“ცხადია, ჯერ ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ამ ეტაპზე, ალბათ, ფავორიტია“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები