ირანის ელჩი: საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია

საქართველოში ირანის ახლადდანიშნულმა ელჩმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სეიედ ალი მოჯანმა აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორმხრივი ინტერესების ფარგლებში აუცილებელია.

„საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ირანსა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და კულტურული მიმართულებებით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები