ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, თუმცა კუნძულის კონტროლის სურვილი კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„ევროპული სიმართლის“ ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

„ალბათ ვერაფერს მივაღწევთ, თუ არ გადავწყვეტ ზედმეტი ძალის გამოყენებას და ძალადობას, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, უძლეველს გაგვხდის. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, კარგი? ახლა ყველა იტყვის: „კარგი“. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც გავაკეთე, რადგან ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი.

ძალა არ უნდა გამოვიყენო. ძალის გამოყენება არ მინდა. ძალას არ გამოვიყენებ“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები