გია ვოლსკი – რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად – მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა
„რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა. ამას თავადვე ხვდება, არაფერი დარჩენია გარდა იმისა, ყოველ დღე იძახოს, რომ საქართველოში ისაა პრეზიდენტი.
„რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა. იგი დაასახელებდა მთავრობას, დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, გაშლიდა ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ მოაქცევდა ყველას, ვისაც სწრაფვა ევროპისკენ ჰონდა. ამასთან დაკავშირებით ქარტია მოიგონეს, ყველამ ხელი მოაწერა მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობაა. სალომე ზურაბიშვილისგან ის ფრინველი არ შეიქმნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არ იყო გვარი მისი მისი“.
ოპოზიციას შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ გაერთიანების მიუხედავად იდეა არ იცვლება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტიმ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე. უნდა, რომ ისეთი ადამიანი შემოიყვანონ როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ასევე პაატა ბურჭულაძე, რომლებიც თითქოს და მსოფლიოში ცნობილები არიან. ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადის და ამბობს, რომ პრეზიდენტია, ეს რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ვერ იქნება ლიდერი და ლიდერი რომც იყოს, ვერ განახორციელებს ვერაფერ ახალს, გარდა იმ რევოლუციური გეგმის პროპაგანდისა, რომელიც საქართველოს დანგრევას უპირებს. როგორ წარმოუდგენიათ, ვინ შეიძლება ამის გამაერთიანებელი იყოს, ზოდელავა და ბურჭულაძე, თუ ბურჭულაძე ცალკე, სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, თინა ბოკუჩავა თუ ვინ? რომელი შეიძლება განიხილოს გამაერთიანებელ ფაქტორად? ყველა ერთია, ნებისმიერი ადამიანი სათავეში ჩაუყენე, გეგმა არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასე რომ, რეალობაში სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება, არაფერი დარჩენია გარდა იმისა, ყოველ დღე იძახოს, რომ საქართველოში ისაა პრეზიდენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.