გია ვოლსკი: „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში
„მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. თუ არ მიგვიწვიეს, ესე იგი არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის გადაწყვეტილებები მიღებული და მისაღები.
„მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. ამ საკითხების მიხედვით არის შერჩეული ის ქვეყნები ვისთანაც სალაპარაკო აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მეგობრობენ და ან რაიმე თბილი ურთიერთობების განვითარების მოლოდინში არიან. წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის გადაწყვეტილებები მიღებული და მისაღები. ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას, ჩართული არ არის და როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, პერსპექტივაშიც არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ირგვლივ დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სამეზობლოში ჩანს. რასაკვირველია, ჩვენ გვაწყობს, რომ სამშვიდობო პროცესი განვითარდეს და რა მეთოდით და ფორმატში მოხდება ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ და გვსურს, რომ გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოა ან ის თავყრილობა, რომელიც პერიოდულად ბრიუსელში იკრიბება და საქართველოს ლანძღვა-გინების გარდა არაფრით არიან დაკავებული. ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა ჩვენთვის მისაღებია და ვისწრაფვით, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.