ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას – ამის მიუხედავად, ისინი ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამაზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულება უკვე არ არსებობს – არის ვიდეოჩანაწერები აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულზე. ამის მიუხედავად, ისინი რაღაცას დემაგოგობენ და ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან ისინი რეალობაში, მათთვისვე იქნება უკეთესი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.