შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.

“დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები