ეკა სეფაშვილი: მივესალმები სამშვიდობო ძალისხმევას და ამ სისხლისმღვრელი, უამრავი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნებისმიერ მშვიდობიან ნაბიჯს
„დიალოგი ყოველთვის უკეთესი ფორმაა, ვიდრე კომფლიქტი, ომი, ძალადობა და მსგავსი ქმედებები,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნებისმიერ არაძალადობრივ ნაბიჯს მიესალმება.