შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა

“ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს რეკორდული გვაქვს, ვინაიდან მივყვებით მშვიდობის პოლიტიკას და არა ბრიუსელიდან თავს მოხვეულ ესკალაციის პოლიტიკას, რომლისკენაც მოგვიწოდებდნენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„2 თვის წინ იყო ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. რომ დავუჯეროთ ბრიუსელს და რუსეთს დავუწესოთ სანქციები, მერე ნახეთ თქვენ საარსებო მინიმუმი რა იქნება, მერე ნახეთ ფასების რა მდგომარეობა იქნება და მერე ნახეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა რამდენი ადამიანი იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები