პაპუაშვილი – გახარიას პარტიაზე: რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას

“რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას უპასუხებდა გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის წინ გახარიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდა და რომ თავდასხმის საქმეზე ამ დრომდე გამოძიება არ ჩატარებულა.

პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტია არასერიოზული პარტიაა.

„რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას. არასერიოზული პარტიაა, ხალხი მიდის ამ პარტიიდან. მათმა ყველაზე ძლიერმა ლიდერებმა დატოვეს პოლიტიკა, არათუ პარტია.

ასე, რომ თანაგრძნობის გარდა მეტს ვერაფერს გამოვხატავ, თუმცა თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, მისი დაფუძნების საძირკველში ჩადებულია ღალატი. პარტია, რომლის მთავარი საძირკველი არის ღალატი, არაფერი კარგი იქიდან არ გამოვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები