სამეგრელოს პოლიციამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი – 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. ზ.ჭ. – ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
“მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული,”- წერია ინფორმაციაში.