“ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი მტკიცედ აკონტროლებს საკუთარ გზას” – ვიქტორ ორბანი
“უნგრეთი სუვერენული ერია. ჩვენ უარვყოფთ ბრიუსელის მიერ ევროპის შეერთებული შტატების შექმნისკენ მიმართულ მცდელობებს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს.
“ევროკავშირი საუკეთესოდ მუშაობს ძლიერ წევრ სახელმწიფოებთან და არა – იძულებით ერთგვაროვნებასთან. ჩვენ თავად ვწყვეტთ ჩვენს საგარეო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი მტკიცედ აკონტროლებს საკუთარ გზას”, – წერს ორბანი.