პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავდნენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.