ქადაგიშვილი – შიდა პოლიტიკაში უცხოურ ჩარევებზე: დღეს მსოფლიო ამას თვალნათლივ ხედავს და საქართველომ თავის გამოცდილებაზე გაიარა – გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო ერთგვარი წინმსწრები
“ჩვენ ეს ყველაზე კარგად ვიგრძენით ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში, როდესაც გარედან ხდებოდა არჩევნების წინ, არჩევნების განმავლობაში და არჩევნების შემდეგ ჩარევა, მანიპულაცია სწორედ იმ მიზნით, რომ არა დემოკრატიული არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები აღიარებულიყო, არამედ მათთვის სასურველი პირობითი შედეგები დამდგარიყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
ის ახალ ზელანდიაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ამოქმედებულ პაკეტს გამოეხმაურა.
“ეს ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, როგორიც არის დემოკრატია, არჩევნები და მათ შორის სიტყვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ამას დღეს თვალნათლივ ხედავს და საქართველომ თავის გამოცდილებაზე გაიარა. ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო ერთგვარი წინმსწრები გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.