მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან რომელიმე ჭკუათმყოფელმა პოლიტიკოსმა გარკვეულად გაამართლოს ან შეაქოს ის ქმედებები, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ვიხილეთ

,,არც არავინ მოელოდა, რომ ALDE ალეკო ელისაშვილს დაიცავდა. თუმცა ის ფორმა, რომლითაც ხდება ეს გამიჯვნა, კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რამდენად არაგულწრფელი და ფასადურია ეს ფასეულობები”,- ამის შესახებ
საგარეო საქმეთა მინისტრმა
მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„წარმოუდგენელია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან რომელიმე ჭკუათმყოფელმა პოლიტიკოსმა გარკვეულად გაამართლოს ან შეაქოს ის ქმედებები, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ვიხილეთ. ეს არის ძალიან რთულია და არც არავინ მოელოდა, რომ ALDE ალეკო ელისაშვილს დაიცავდა. თუმცა ის ფორმა, რომლითაც ხდება ეს გამიჯვნა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რამდენად არაგულწრფელი და ფასადურია ის ფასეულობები, იმიტომ რომ ის მინიშნებები ტყუილზე ფასს უკარგავს იმ გამიჯვნასაც, რაც ვიხილეთ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები