საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანია – „პროფესია პოლიციელი“ გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას – „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს ესტუმრნენ, დანაყოფის საქმიანობას და სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
“სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველომ დღემდე 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საინფორმაციო კამპანია „პროფესია პოლიციელი“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს”, – წერია ინფორმაციაში.