ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებმა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ დაათვალიერეს
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების მექანიზმების“ კურსის მონაწილეები შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ში იმყოფებოდნენ.
თბოსადგურის წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
მონაწილეებმა დააათვალიერეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა.
კომბინირებული ციკლის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.
