გიორგი ვოლსკი – „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ვფიქრობთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, აღკვეთილი უნდა იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ,,შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს, აღკვეთილი უნდა იყოს. აქედან გამომდინარეობს ამ კანონის მიღების აუცილებლობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მეორე მოსმენით პარლამენტი დღეს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები