ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოში ყველაზე ცნობილ თუთიყუშთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა: ამოუვიდა თუ არა ფრინველს ბუმბული თუ კვლავინდებურად გაპუტულ მდგომარეობაშია?! ასევე, თუთიყუში და ბაიყუში სინონიმებია, თუ ორი სხვადასხვა არსების სახელია?!

საქართველოში ყველაზე ცნობილ თუთიყუშთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ვასილ მაღლაფერიძე სარკასტული თხრობის მანერით ცდილობს, გააშარჟოს აბსურდული ამბავი კამიტის გამოყენების თაობაზე, რის შედეგადაც ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტის თქმით, მის თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა.

 

„საქართველოში ყველაზე ცნობილ თუთიყუშთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა:

1. ამოუვიდა თუ არა ფრინველს ბუმბული თუ კვლავინდებურად გაპუტულ მდგომარეობაშია?!

2. ჩაუტარდა თუ არა ფრინველს ექსპერტიზა მისი ეგრეთ წოდებული პატრონის ან რომელიმე სხვა სუბიექტის მხრიდან მისი შესაძლო არამართლზომიერი გაპუტვის ფაქტის გამორიცხვის მიზნით?!

3. აქვს თუ არა ფრინველს ღირსეული საცხოვრებელი პირობები და რამდენად ეძლევა მას თავისუფლად გადაადგილებისა და სხვა თუთიყუშებთან კომუნიკაციის საშუალება?!

4. ვინაიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებული თუთიყუში ცხოვრობს გალიაში, ხომ არ აქვს ფრინველს აღკვეთილი თავისუფლება მისი ნების წინააღმდეგ და ხომ არ არის ეს სასჯელი ეგრეთ წოდებული პატრონის მისი შეხედულებების გამო?! რამდენად არის დაცული თუთიყუშის გამოხატვის თავისუფლება?!

5. ტელევიზიებში ვხედავთ პატივცემული თუთიყუშის ეგრეთ წოდებულ პატრონს, თუმცა, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თუთიყუშებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელევიზიები არ იწვევენ თავად ყველაზე ცნობად თუთიყუშს საქართველოში, რით არის ეს გამოწვეული?!

6. რამდენად პოლიტკორექტულია გამოთქმა “თუთიყუშის პატრონი”, როდესაც საქმე გვაქვს თავისუფალ არსებასთან და რამდენად აქვს აღნიშნულ მოქალაქეს თუთიყუშის სახელით ლაპარაკის უფლება?!

7. როდის მისცემს ტყვეობაში მყოფი პატივცემული ფრინველის ეგრეთ წოდებული პატრონი ჩვენს კრიტიკულად განწყობილ ექსპერტ-თუთიყუშოლოგებს ტყვეობაში მყოფ თუთიყუშთან გასაუბრების საშუალებას და დაესწრებიან თუ არა ამ დისკუსიას ტელევიზიები?

8. არის თუ არა შესწავლილი, რამდენად იცნობს მოქალაქე თუთიყუშის პატრონი (რომელიც საზოგადოებამ ამ თუთიყუშების მეშვეობით გაიცნო) თუთიყუშების ცხოვრებისეულ კრედოს და მოძღვრებას თუთიყუშებზე, რომლის მიხედვითაც თუთიყუშები წელიწადში ორჯერ იცვლიან ბუმბულს?!

9. საზოგადოებას აგრეთვე აინტერესებს, თუთიყუში და ბაიყუში სინონიმებია, თუ ორი სხვადასხვა არსების სახელია?!“- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები