გიორგი კახიანი: არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს – აქამდეც ვიხილეთ სანქციები და რა შეიცვალა ამით?!

არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს. არ ვიცი ცალკეული საჯარო მოხელეების მიმართ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. აქამდეც ვიხილეთ სანქციები და რა შეიცვალა ამით?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს კაია კალასის განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიის უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები და ხომ არ შეიძლება ამ განცხადებებმა გავლენა მოახდინოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე.

„ყველაფერი ამის უკან მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტია. ეს არ არის განცხადებები, რომელიც რეალურ სურათს ეფუძნება. ეჭვი მეპარება, რომ ვიზალიბერალიზაციის თემას შეეხოს ეს განცხადებები. არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს. არ ვიცი ცალკეული საჯარო მოხელეების მიმართ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. აქამდეც ვიხილეთ სანქციები და რა შეიცვალა ამით?! ყველა მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან, რომელსაც ხელისუფლება იღებს, არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები