გურამ მაჭარაშვილი: პოდოლიაკს მიხეილ სააკაშვილი იქ ჰყავდა და საქართველოში რატომ გამოუშვა? ვეხვეწებოდით, რომ გამოუშვეს? რა მიზნითაც გამოუშვეს, ის მიზანი დასჯადია
,,პოდოლიაკს მიხეილ სააკაშვილი იქ ჰყავდა და საქართველოში რატომ გამოუშვა? ვეხვეწებოდით, რომ გამოუშვეს? რა მიზნითაც გამოუშვეს, ის მიზანი დასჯადია”,-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი დამსახურებულ სასჯელს იხდის.
„დამსახურებულ სასჯელს იხდის. პოდოლიაკმა თავის ქვეყანას რომ მიხედოს, უკეთესია, სადაც სამწუხარო რეალობაა. სააკაშვილი სწორედ მათი წარმომადგენელია. თავის ქვეყანაში როცა ასეთი რთული ვითარება აქვთ და სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის იცლიან, ეს ნიშნავს, რომ ერთი წრეა გლობალური ომის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა: „სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით“.