გურამ მაჭარაშვილი: ყოველთვის მომხრე ვიქნები, ოპოზიციის სათავეში სალომე ზურაბიშვილი იყოს, რადგან ეს ქალი წარუმატებლობის ფორმულაა
,,ყოველთვის მომხრე ვიქნები, რომ მათ სათავეში სალომე ზურაბიშვილი იყოს, რადგან ეს ქალი წარუმატებლობის ფორმულაა”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობას” ამომრჩევლების რაოდენობა უმცირდება.
„რა პრობლემებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, ამიტომ მოუწევს პასუხისგება. იდეების ნაკლებობა რომ აქვთ, თავიანთი ქვეყანა არ უყვართ და რაც წამოიწყეს, ვერ გააკეთეს, ამიტომ აქვთ ის შედეგი, რაც აქვთ. სჯობს, ერთ წრეზე იტრიალონ. კარგია, რომ ამომრჩეველიც უმცირდებათ და ე.წ. პოლიტიკოსები ნდობას კარგავენ, გაშიფრულებიც არიან და წარუმატებლებიც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.