„დიფ სთეითის“ გამო ევროკავშირი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს; გვთავაზობენ – უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე, სტაბილურობასა და მშვიდობაზე” – შარმანაშვილი

„დიფ სთეითის“ გამო ევროკავშირი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. გვთავაზობენ – უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე, სტაბილურობასა და მშვიდობაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი ამბობს, ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს და მის მომავალს კატასტროფას მოუტანს.

“გვთავაზობენ ასევე, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა არ გავატაროთ და უსიტყვოდ, როგორც ორი თუ სამი დღის წინ რაღაც მესიჯი გამოაგზავნეს და ამ შენობის წინ უცვლელად წაიკითხეს, ასე უნდა იქცეოდეს საქართველოს ხელისუფლებაც. ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს და მის მომავალს კატასტროფას მოუტანს. 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის რეალური გაფართოება იგეგმება, საქართველო მოწინავე ქვეყანა იქნება და ყველა კანდიდატ ქვეყანას გაუსწრებს. თუ უსამართლოდ მოიქცევიან, უკვე მათი საქმეა და ჩვენ საქართველოს მომავალს ვიღაცების პოლიტიკურ ამოცანებს ვერ გადავაყოლებთ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ამოცანები გვაქვს, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და მშვიდობა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები