რიმა ბერაძე – Eagle Hills-ის პროექტზე: ანტიქართული მოძრაობის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს პროექტი ჩაიშალონ და არ განხორციელდეს, რადგან მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება

“ანტიქართული მოძრაობის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს პროექტი ჩაიშალონ და არ განხორციელდეს, რადგან მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ Eagle Hills-ის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ ნარატივის მიხედვით, ოპოზიცია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

“პროექტი არის უპრეცედენტო. ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ასევე, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი”, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

Eagle Hills სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები