ბექა ვაჭარაძე: ჩვენი მიზანია, ფოთში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ აქტიურად და სასიამოვნოდ დროის გატარებას

ფოთში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.

კუნძულის სანაპიროზე მიმდინარეობს თანამედროვე ჰარდის ტიპის საჩოგბურთო კორტების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ტრიბუნების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, მოადგილე დავით კვიციანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი ჩიქობავასთან ერთად.

,,ჩვენი მიზანია, ფოთში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც ახალგაზრდები, სპორტსმენები და ყველა, ვისაც ჯანსაღი ცხოვრება უყვარს, შეძლებს აქტიურად და სასიამოვნოდ დროის გატარებას”- განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები