ლანჩხუთის მერმა სპორტული მოედნების მშენებლობა დაათვალიერა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სპორტული მოედნების მშენებლობა დაათვალიერა.
მაჩხვარეთის, ჩიბათისა და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სარიშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული აქტივობები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
,,მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფრიანი სტადიონების მოწყობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული აქტივობები და ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”.- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.