სულხან ცინცაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

1 ნოემბერს  კონსერვატორიის დიდი დარბაზში ისტორიული საღამო გაიმართა, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი კომპოზიტორის – სულხან ცინცაძის 100 წლისთავს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ:
სურენ ბაგრატუნი – ჩელო /აშშ;  ილია კალერი – ვიოლინო /აშშ;  ნოდარ ჟვანია – ალტი;  ცოტნე სიდამონიძე –  ფორტეპიანო; დავით აკოფიანი –  ვიოლინო; მამუკა ბაბუაძე – ალტი; ნიკა ბარათელი – ვიოლინო; ალექსეი სოლონოვიჩ – ღვამიჩავა, ჩელო; გიორგი ხაინდრავა –  ვიოლინო; გიორგი ჯორჯაძე – ჩელო.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა”.
შესრულდა სულხან ცინცაძის ნაწარმოებები:
ხუთი პიესა ხალხურ თემებზე, ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის;
სიმებიანი კვარტეტი N6;
სიმებიანი კვარტეტი N10;
„პოემა“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის;
საკვარტეტო მინიატურები;
კონცერტინო ჩელოსა და ორკესტრისთვის (გადამუშავება კამერული ორკესტრისთვის ეკუთვნის
ზურაბ ნადარეიშვილს).
საღამოს წამყვანი იყო  ნიკოლოზ წულუკიძე; რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები