იონათამიშვილი – ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: იმდენად არიან გადაფსკვნილი რუსეთის ფედერაციასთან, მათ ოჯახის წევრებსაც არ ეთაკილებათ – პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ
“იმდენად არიან გადაფსკვნილები რუსეთის ფედერაციასთან, მათ ოჯახის წევრებსაც არ ეთაკილებათ – პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
კერძოდ, იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ჩართულნი რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებში არიან ჩართულნი.
„ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური ამორალურობაა. ამ [ბალტიისპირეთის] ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ევროპულ სტრუქტურებში ხელაღებით ცდილობენ, რომ ერთის მხრივ საქართველო მტრის ხახაში შეაგდონ და მეორეს მხრივ, ამ მტერთან ისინი ფინანსურად ძალიან კარგადაც ლაგდებიან და ეხმარებიან იმაში, რომ სანქციებს გვერდი აუარონ.
სავარაუდოდ, ამაში ისინი საკმაოდ მსხვილ თანხებსაც იღებენ. ეს ყველაფერი ააშკარავებს და აჩვენებს მათ მორალურ სახეს. შესაბამისად, მათ სიტყვებს და პოზიციონირებებს არანაირი ფასი არ აქვს, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ იმდენად არიან გადაფსკვნილები რუსეთის ფედერაციასთან, მათ ოჯახის წევრებსაც არ ეთაკილებათ პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.