“ასავალ – დასავალის” ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული

       ასავალ – დასავალის” ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. “კვირას” ინფორმაციით, ჟურნალისტზე თავდამსხმელი ავთანდილ კემულარიაა. “კვირა” აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს აზუსტებს, რომელიც მოგვიანებით განთავსდება საიტზე.
შეგახსენებთ, რომ ასავალ-დასავალის” ჟურნალისტს ზაზა დავითაიას თავს უკვე მეორედ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ზაზა დავითაიაზე თავდასხმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოხდა. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები