ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება“

 

       უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება. “15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო განცხადება, სადაც მიმართა პარლამენტს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და აგრეთვე დააანონსა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევა. 17 ოქტომბერს უკვე საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულის შესახებ შეიმუშავა პოზიცია, სადაც განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის ანექსიის მცდელობა. ამის შესაბამისად, იმავე დღეს მოწვეულ იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. იმედი მაქვს, ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას – იმ დროს, როცა ის საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები