თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგმა პანელურ დისკუსიაზე: „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა დერეფნის სავაჭრო და სატრანსპორტო როლისა და მონაწილე ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესახებ ისაუბრა.
„პოლიტიკური ნება და პოლიტიკური სტაბილურობა არის ათვლის წერტილი, რომ შემდეგ გავაღრმაოთ რეგიონული ინტეგრაცია. შუა დერეფნის ქვეყნებში, ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, აზიის განვითარების ბანკი 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ. საშუალოდ 750 მილიონი დოლარი იქნება ყოველწლიურად გამოყოფილი. რომ შევადაროთ, ბოლო 24 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ყოველწლიურად გამოყოფილი იყო 150 მილიონი დოლარი. ჩვენი სურვილია, ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითა და ინტეგრირებით ლოგისტიკური ეფექტიანობა ამაღლდეს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ საქონლის მიწოდებასა და სერვისზე, აქ ციფრული კომპონენტების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატი მონაწილეობს.