რატი იონათამიშვილი – ევროკავშირის ელჩის წერილზე: ეს წერილი არის მხარდაჭერა კრიმინალის, ძალადობის და ექსტრემიზმის
„ეს წერილი არის მხარდაჭერა კრიმინალის, ძალადობის და ექსტრემიზმის,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის ციხეში, ევროკავშირის ელჩის ოფისისგან გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ წერილებს ექნება არის ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ სამწუხაროდ ევრობიუროკრატებს უარი აქვთ ნათქვამი დიპლომატიაზე.
„ეს წერილი არის მხარდაჭერა კრიმინალის, ძალადობის და ექსტრემიზმის. იმის ნაცვლად, რომ ბატონი ელჩი დაკავებული იყოს დიპლომატიური მისიის განხორციელებით, მას სურს უხეშად შეიჭრას სტრასბურგის მოსამართლის კომპეტენციაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ წერილებს ექნება არის ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ სამწუხაროდ ევრობიუროკრატებს უარი აქვთ ნათქვამი დიპლომატიაზე და ისინი საქართველოში სამწუხაროდ ძალადობის წამახალისებლები არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.