როდოსლავ სიკორსკი: სააკაშვილმა პირველმა გახსნა ცეცხლი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლი, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სეიმის მარშალმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-სთან ინტერვიუში განაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის ალუზიებს ნატოს სამიტის, საქართველოსთან ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ აზრი მიეცა. რადოსლავ სიკორსკის თქმით, რამდენიმე თვის რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას ოფიციალური წერილი გაუგზავნა უკრაინის რამდენიმე ოლქის დაყოფაზე. რადოსლავ სიკორსკიმ ცოტა ხნის წინ ამერიკულ გამოცემა Politico-სთან გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომ 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს უკრაინის გაყოფა შესთავაზა, რაზეც ტუსკმა რეაგირება არ მოახდინა, რადგან მათი საუბარი იწერებოდა. “პირადად მე ამ საუბარს არ ვესწრებოდი, თუმცა ეს ამბავი ჩემამდე მოვიდა. სიტყვა “შეთავაზება” არასწორი ფორმულირებაა. ისეთი სიტყვები ისმოდა, ისტორიული ალუზია ან ბოროტი ხუმრობა გეგონებოდა. თუმცა, პრეზიდენტი პუტინი მსგავსი ტერმინებით მსოფლიოსა და ევროპის ბევრ ლიდერს ელაპარაკება. ამას წინათ, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტს უთხრა, რომ კიევის აღება ორ კვირაში შეუძლია”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ და აღნიშნავს, რომ 2008 წელს პუტინის ეს სიტყვები სიურეალისტურად ჟღერდა. რადოსლავ სიკორსკის თქმით, ბუქარესტში კი ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა, რუსეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიწების კონგლომერატი. „პუტინის გამოსვლის ტექსტი რუსულმა მხარემ ჩვენი თხოვნით გადმოგვცა, ჩვენ კი მეგობრული ჟესტის ნიშნად, ეს ტექსტი უკრაინას გადავეცით. ჩვენ ბევრ დასავლელ ლიდერს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს. მაგრამ ყირიმის ანექსიამდე ცოტა ვინმე თუ იჯერებდა ამას. შეგახსენებთ, რომ საქართველო არ იყო რუსეთის განზრახვების დამაჯერებელი მტკიცებულება, რადგან იქ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლი”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები